დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში covid-ინფიცირების მზარდ სტატისტიკას აფასებს და ამბობს, რომ შემთხვევების მატება, ძირითადად, ომიკრონის ახალი შტამის BA4 და BA5 ხარჯზეა, რომელიც მაღალი გადამდებობით ხასიათდება.
როგორც მან BM.ge-სთან თქვა, ინფიცირების შემთხვევები მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის 40-მდე ქვეყანაშიც.
„შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, რაც მოსალოდნელი იყო. მომატებულია ეპიდსიტუციისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი - მხედველობაში მაქვს ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე; ასევე მზარდია დადებითობის მაჩვენებელი. საშუალოდ დღეში 10 000-მდე ტესტი ტარდება...
სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა არც თუ ძალიან, ამიტომ ჰოსპიტალურ სექტორზე ძლიერი დაწოლა ჯერ არაა, მაგრამ თუ ინფიცირება გაიზარდა, ეს მოსალოდნელია“, - თქვა მან bm.ge-სთან და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აიცრან.
„ჩვენი მთავარი რეკომენდაცია აცრების ინტენსიფიცირებაა. მიბრძანდით და აიცერით, რათა მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ინფექციას სხვა ვერაფერი და ვერავინ შეაკავებს.
მოგეხსენებათ, covid-ის მართვის სტრატეგია შეცვლილია და მასობრივი, დიდი ჩაკეტვები ან გადაადგილების შეზღუდვა აღარ განიხილება. ძირითადი აქცენტი გახლავთ ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“, - აღნიშნა NCDC-ის დირექტორმა.
ამირან გამყრელიძე ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დახურულ სივრცეებში ატარონ პირბადე.
„მესმის ზაფხულია და რთულია, მაგრამ სასურველია, დახურულ სივრცეებში ვატაროთ პირბადე“, - თქვა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი