მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ZOOM-ი საშობაოდ მომხმარებელს სასაუბრო დროს არ უზღუდავს

5fdca05abbc51
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.20 23:20
1083
ვიდეოკონფერენციების პლატფორმა ZOOM-ი საშობაოდ მომხმარებელს სასაუბრო დროს არ შეუზღუდავს, რომელიც ზოგადად უფასო აბონენტებისათვის ლიმიტირებულია და 40 წუთს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ვიდეოკონფერენციების პლატფორმა ლიმიტს შობის დღესასწაულიდან იანვრის პირველი დღეების ჩათვლით მოხსნის. კომპანია აცხადებს, რომ მათი მიზანია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ახლობლებს, მეგობრებს და ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მისცენ.

Reuters-ი წერს, რომ ასევე Google Meet-მა სასაუბრო დროის ლიმიტი 60 წუთამდე გაზარდა უფასო აბონენტებისთვის და ისინი ხანგრძლივი დროით საუბარს მარტამდე შეძლებენ. სასაუბრო დროის ლიმიტების მოხსნაზე საუბრობს Microsoft Teams-ი და Cisco’s Webex-იც, თუმცა ისინი დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.

გამოცემის მიხედვით, ვიდეოკონფერენციების პლატფორმების ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიოში გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევების მეორე ტალღას და ახალი წლის და შობის დღესასწაულების მოახლოებას უკავშირდება. აღსანიშნავია,რომ ქვეყნების მთავრობები მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ დიდი დღესასწაულებისგან და შობა ვიწრო წრეში აღნიშნონ.