მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zoom-ის პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

64043a8987cb7
თამთა ჯიჯავაძე
06.03.23 02:00
1339
ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Zoom-ის პრეზიდენტი, გრეგ თომბი გაათავისუფლეს. BBC-ის ცნობით, მისი გადაყენების მიზეზები არ სახელდება. მას კონტრაქტი "მიზეზის გარეშე" შეუჩერდა.

გრეგ თომბი კომპანიას 2022 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. როგორც Zoom-ის პრესსამსახურში აცხადებენ, მისი შემცვლელის ძებნა არ იგეგმება.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ გაუარესებული ფინანსური შედეგების ფონზე, ვიდეოკონფერენციების ამერიკული პლატფორმა თანამშრომლების რაოდენობას 15%-ით ამცირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Zoom-ის გუნდს დამატებით 1,300 თანამშრომელი ტოვებს.

გარდა ამისა, დირექტორთა საბჭომ კომპანიის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, მიმდინარე წელს Zoom-ის გენერალურ დირექტორს, ერიკ იუანს ანაზღაურება 98%-ით შეუმცირდება და ის დამატებით ბონუსებს ვერ მიიღებს. გარდა ამისა, შემოსავლები 20%-ით შეუმცირდებათ კომპანიის მაღალი მენეჯმენტის სხვა წევრებსაც.

ცნობისთვის, Zoom-ი ერიკ იუანმა 2011 წელს შექმნა, პანდემიის დროს კი პლატფორმა რეკორდულად გაიზარდა და პანდემიის შედეგად ყველაზე მოგებულ კომპანიად იქცა. თუმცა, პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც მის პრეზიდენტად გრეგ თომბი დაინიშნა, კომპანია დიდი გამოწვევის წინაშე დადგა - შეენარჩუნებინა ზრდა და მომხმარებლების რაოდენობა.

ამჟამად პლატფორმა ცდილობს სერვისების დივერსიფიცირებას. გასულ წელს კომპანიაში ელ-ფოსტისა და კალენდრის პლატფორმაში ინტეგრირების გეგმის შესახებ განაცხადეს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა პროდუქტებზეც.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები