გარდა ამისა, დირექტორთა საბჭომ კომპანიის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, მიმდინარე წელს Zoom-ის გენერალურ დირექტორს, ერიკ იუანს ანაზღაურება 98%-ით შეუმცირდება და ის დამატებით ბონუსებს ვერ მიიღებს. გარდა ამისა, შემოსავლები 20%-ით შეუმცირდებათ კომპანიის მაღალი მენეჯმენტის სხვა წევრებსაც.
2022 წელს Zoom-ის CEO-ს საბაზო ხელფასი 300,000 დოლარი იყო, თუმცა ბონუსების ჩათვლით იუანმა $1.1 მილიონის გენერირება შეძლო. 98%-იანი შემცირების შედეგად, იუანის ანაზღაურება 2023 წელს 6,000 დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ხარჯების შემცირების სიახლეს კომპანიის აქციონერები პოზიტიურად იღებენ. ერთთვიან ჭრილში Zoom-ის აქციების ღირებულება 7.3%-ითაა გაზრდილი, წლის დასაწყისიდან დღემდე კი კომპანიის კაპიტალიზაციამ 14.2%-ით მოიმატა და $22-მილიარდიან მაჩვენებელს მიაღწია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.