მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-მა სატია ნადელა კომპანიის საბჭოს თავჯდომარედ დანიშნა

60cb4558abf1b
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.21 00:30
927
ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა კომპანიის საბჭოს თავჯდომარედ დაასახელა, რის შედეგადაც სატია ნადელას უფლებები კომპანიაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სატია ნადელას არჩევა ანონიმური კენჭისყრის საფუძველზე მოხდა და ის აღნიშნულ პოზიციაზე ჯონ ტომპსონს ჩაანაცვლებს.

ნადელა, რომელიც Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას 2014 წლიდან ასრულებს, შეძლო Microsoft-ი ე.წ ღრუბლოვავნი გამოთვლების (Cloud Computing) წამყვან კომპანიად ჩამოეყალიბებინა .

ცნობისთვის, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება.