მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის შემოსავალმა $500 მილიარდს უნდა მიაღწიოს - სატია ნადელა

649ac0e794569
გიორგი თოლორდავა
28.06.23 00:15
1084
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის გენერალურმა დირექტორმა, სატია ნადელამ კომპანიის მენეჯმენტს ამბიციური ამოცანა დაუსახა - 2023 წლისთვის Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 500 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

ნადელას განცხადებით, საოპერაციო შემოსავლები წლიურად 10%-ით უნდა გაიზარდოს, რაც Microsoft-ისთვის საკმაოდ რეალისტური მიზანია, განსაკუთრებით კი იმ ყველაფრის ფონზე, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტი ChatGPT სწორედ Microsoft-ის შვილობილი კომპანიის, OpenAI-ის მიერაა შექმნილი.

როგორც ცნობილია, კომპანია თავის პროდუქტებში, მათ შორის, Windows-ში, Office-შე, Word-სა და Excel-ში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას გეგმავს, რაც აპლიკაციების ეფექტიანობას გაზრდის, ეს კი Microsoft-ის შემოსავლებზეც პოზიტიურად აისახება.

გასულ 2022 წელს Microsoft-მა 210 მილიარდი დოლარის შემოსავლის $85 მილიარდის საოპერაციო მოგების მიღება შეძლო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 ტრილიონ 450 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, Apple-ის გვერდით.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები