ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურ რწმუნებულს იოახიმ შტამპის შეხვდა.
უწყების ცნობითვე, მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას; არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას; საქართველოს ფარგლებს გარეთ, შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას.
თავის მხრივ, იოახიმ შტამპიმ, უწყების ხელმძღვანელს, მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურმა რწმუნებულმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია და მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი პეტერ შმიდტი ესწრებოდნენ.
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში გასული წლის 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს (დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. დასაქმების პროგრამაზე საქათველოდან პირველი ჯგუფი 2021 წლის აპრილში გაემგზავრა. მაისში გამგზავრებული ერთ-ერთი ჯგუფის წევრები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი