მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია: საბანკო რეგულაციების შემდეგ ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა

5d8386e659179
ლიკა გურაბანიძე
21.09.19 10:00
1214
„საბანკო რეგულაციების შემდეგ ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა,“ - ასე აფასებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესო შენგელია 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებას.

კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საფინანსო სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით $93 მილიონი დოლარით შემცირდა.

ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მიუხედავად ინვესტიციების შემცირებისა, ახლა საფინანსო ბაზარი იმაზე მეტად დაცულია, ვიდრე ეს რეგულაციებამდე იყო.

„ერთი მხრივ, მეორე კვარტალში უკეთესი ტენდენციაა, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისი, რომ ინვესტორებმა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ თავი. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ მომგებიანობაც შემცირდა, ბევრმა ინვესტორმა დამატებით დაფინანსებაზე თავი შეიკავა და კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან - სიტუაცია კიდევ უფრო როდის გაუმჯობესდება;

თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ დავარწმუნოთ, რომ ახალ რეგულაციებში მათთვის არანაირი საფრთხე არ იმალება. პირიქით ფაქტია, წამყვანმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა დაადასტურეს ის, რომ მოულოდნელი ცვლილებების ფონზე  შეგვწევს უნარი, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და აშკარად პოზიტიური ტრენდი გვაქვს.

მიმაჩნია, რომ რეგულაციები დროული იყო, მეტიც, სჯობდა ბევრად ადრე ყოფილიყო დანერგილი. ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია ვიკამათოთ არის ის, თუ რამდენად საჭირო იყო რეგულაციები ასე სწრაფად და ხისტად განხორციელებულიყო", - განაცხადა შენგელიამ.