მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი ასახელებს მიზეზს, რატომაც შესაძლოა, უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები ვერ ჩატარდეს

64218e71a3688
ინგა მურუსიძე
27.03.23 16:20
6106
"ბლექ სი არენას" გუნდს დავუდასტურეთ მზაობა, თუკი მოლაპარაკებებს წარმატებით წარმართავენ ამა თუ იმ მაღალი რანგის მუსიკოსთან, ან შემსრულებელთან, ფინანსურად ექნებოდათ შესაბამისი მხარდაჭერა, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

bm.ge-მ მინისტრს შეახსენა შეხვედრა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვის წინ გაიმართა. კითხვაზე, ზაფხულისთვის კონცერტების ჩატარება დაიგეგმა თუ არა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და თუ დაიწყო ამაზე მუშაობა, მინისტრი პასუხობს: „მინდა ღიად გითხრათ, რომ ყველა იმ სახელმწიფო საწარმოს შორის, რომელთა შესახებაც თქვენთვის ცნობილია, "ბლექ სი არენას" ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური გუნდი ახალგაზრდებისა, რომლებსაც არც ნოვატორობა ეშლებათ, არც გემოვნება და მათთან ჩემი ხანმოკლე ურთიერთობა არის პოზიტიური.

ისინი გამოვიდნენ საკმაოდ ამბიციური ინიციატივებით, რომელიც განვიხილეთ პრემიერთან ერთად და ჩვენ მათ დავუდასტურეთ მზაობა, რომ თუკი მოლაპარაკებებს წარმატებით წარმართავენ ამა თუ იმ მაღალი რანგის მუსიკოსთან, ან შემსრულებელთან, ფინანსურად ექნებოდათ შესაბამისი მხარდაჭერა. კითხვის ნიშანი არსებობდა რამდენად რეალიზდა ეს ყველაფერი, რადგან შემსრულებლები რეგიონში არსებულ ვითარებას უყურებენ. უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე მიიღებდა თუ არა ამა თუ იმ შემსრულებლის აგენტი გადაწყვეტილებას, რომ შემსრულებელი ჩამოვიდეს რეგიონში, სადაც არსებობს ომიანობის რისკი. ჩვენს ქვეყანაში ეს რისკი ყოველდღიურად არსებობს. თუ ამ კითხვის ნიშნის გამო რომელიმე შემსრულებელმა არ მიიღო ჩამოსვლის გადაწყვეტილება, "ბლექ სი არენას" ექნება შესაბამისი კომუნიკაცია".

bm.ge მსოფლიო ვარსკვლავების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით black sea arena-საც დაუკავშირდება და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

2023 წლის მაისიდან მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ - ღარიბაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები