მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბლექ სი არენა" თავისი პროექტების რეკლამებს სამარშუტო ტაქსებზე განათავსებს

6434f5acbfcd2
ანუკა ჯოხაძე
11.04.23 15:16
1028

შპს ბლექ სი არენა გამარტივებული შესყიდვის განხოციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

საქმე ეხება კომპანიის მხრიდან განსახორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის სამარშუტო ტაქსებზე განთავსებას. შესყიდვის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია.

როგორც კომპანიის მხრიდან წარდგენილ დასაბუთებაში ვკითხულობთ, კომპანიას სურს ხელშეკრულება შპს “Elephant”-თან გააფორმოს, რომელიც სამარშუტო ტაქსებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 2031 წლის 1 მარტამდე ფლობს.

სამარშუტო ტაქსებზე მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრება 2023 წლის 20 აპრილიდან 2023 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით.

ცნობისთვის, ამ დრომდე უცნობია შპს ბლექ სი არენაზე გასამართი კონცერტების განრიგი. გასული წლის შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს 2023 წლის მაისიდან აანონსებდა.

24 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე bm.ge-მ კულტურის მინისტრს შეახსენა ეს ფაქტი და დაინტერესდა, თუ რომელი ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება წელს. ჩვენ შევახსენეთ მინისტრს შეხვედრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვის წინ გაიმართა. კითხვაზე, ზაფხულისთვის კონცერტების ჩატარება დაიგეგმა თუ არა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და დაიწყო თუ არა ამაზე მუშაობა, მინისტრი პასუხობს, რომ რეგიონში არსებულ ვითარებას მსოფლიო დონის არტისტების ჩამოსვლაზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს.

BM.GE კულტურის მინისტრის განცხადების შემდეგ დაკავშირებას ცდილობს "ბლექ სი არენას" მენეჯმენტთან, თუმცა მათგან ამ დრომდე ველოდებით შებამისი ინფორმაციის მოწოდებას, რომელსაც გამოგზავნისთანავე შემოგთავაზებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები