მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არჩევნებამდე არსად წასვლას არ ვაპირებ“ - თეა წულუკიანი ჯანდაცვის მინისტრად გადაყვანაზე

64217dee7644d
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.23 15:32
771
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მისი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნებამდე კულტურის სამინისტროდან წასვლას არსად აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სხვა სამინისტროს ხელმძღვანელად გადაყვანის შესახებ მის შესახებ არაერთხელ გავრცელებულა. კულტურის მინისტრმა ამ ინფორმაციის გამავრცელებელთ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დიდ სამძიმარს ეტყვით მათ.

„ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე წმინდა წყლის სპეკულაცია გახლავთ, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას.

საერთოდ ასე ხდება, როდესაც იმ ადამიანებს, რომლებსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არ მოსწონთ რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე და თათბირობენ და წყვეტენ, რომ მალე ეშველებათ და ამა და ამ სამინისტროში გადავდივარ. ეს მგონი რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც მათ გამამწესეს. მათ მინდა მივუსამძიმრო, არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას და არჩევნების მერე მათთვის, ალბათ კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი“, - განაცხადა წულუკიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები