მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაუშვებს თუ არა კრიტიკულ მედიას კულტურის სამინისტრო ღონისძიებებზე? - წულუკიანის პასუხი

წულუკიანი

დღეს, 12 თებერვალს ირაკლი კობახიძემ პრემიერის რანგში მთავრობის პირველი სხდომა ჩაატარა. ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს.

ამ ფონზე, ჟურნალისტებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრს ჰკითხეს, შეიცვლება თუ არა მიდგომა და დაუშვებენ, თუ არა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს ღონისძიებებზე, რომელიც აქამდე დახურული იყო.

"ვნახოთ, თუ თქვენ, როგორც აქ ახერხებთ ნორმალურად ქცევას როგორც არხის წარმომადგენელი, თუ ასეთი დამოკიდებულება გექნებათ სამინისტროში, რა თქმა უნდა. თქვენ, ალბათ ხედავთ[ტვ პირველს], რომ ნამდვილად აქ ვდგავარ და არ გეჩვენებით, თქვენს კითხვებს ვპასუხობ. მათ შორის, მწვავე კითხვებს ვცემ პასუხს და არ ვარ იმით ცნობილი, რომ ასეთი კითხვების მეშინია. უბრალოდ, ქცევა ყველა პროფესიის წარმომადგენლის ქცევას აქვს თავისი დადგენილი სტანდარტი და კულტურის სამინისტროში იყო მრავლად შემთხვევები როცა ეს სტანდარტი ირღვეოდა. თქვენ,თუ მართლა გაინტერესებთ რას აკეთებს ჩვენი უწყება, რა საკვირველია, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუმცა მე, თქვენი მხრიდან გამოხატულ ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავ.

მე ვამბობ, რომ ეს მთლიანად დამოკიდებულია თქვენზე", - უპასუხა წულუკიანმა მედიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები