მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული კულტურის სამინისტროში?

მთავრობა

მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით სამინისტროში დასაქმებულია სულ - 111 საჯარო მოხელე და 57 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს გაუგზავნა.

გოცირიძემ სამინისტროს სადეპუტატო კითხვებით მიმართა:

1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ (შტატგარეშე) პირთა რაოდენობის შესახებ;
2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ;

სამინისტროს პასუხი ასეთია:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით დასაქმებული იყო სულ - 106 საჯარო მოხელე და 57 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო 2023 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით სამინისტროში დასაქმებულია სულ - 111 საჯარო მოხელე და 57 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“, - ნათქვამია დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები