მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გლობალური ომის პარტიის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობს - წულუკიანი

კულტურის მინისტრი

კულტურის მინისტრის განცხადებით, მთავრობა გლობალური ომის პარტიის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ვინ შედიან მასში თეა წულუკიანი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

- პრემიერმა თქვა, რომ ეს ძალიან სახიფათო საკითხია და გლობალური ომის პარტიის შესახებ თქვენ გეუბნებით დაახლოებით 20%-ს, ხოლო ბატონ ო’ბრაიენს გავუზიარეთ ინფორმაციის დაახლოებით 30%, თავად მთავრობა გლობალური ომის პარტიის შესახებ ინფორმაციის რამდენ პროცენტს ფლობთ?

- ჩვენ ვფლობთ მაქსიმალურ ინფორმაციას, პროცენტებში არ შემიფასებია, მაქსიმალურ ინფორმაციას.

- ვინ შედიან გლობალური ომის პარტიაში?

- ამაზეც გიპასუხეთ, ამაზე ღიად საუბარს მე არ ვაპირებ და არც ისინი აპირებენ, ვინც ჩემზე საუბრობს. თქვენ ჩემზე კარგად იცით ვინ შეიძლება ეს იყოს.

თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვაზე - სად გაჩნდა მასონების შესახებ ვერსიები, უპასუხა, რომ მარიამ ლაშხისთვის არ მოუსმენია და არ იცის რა შუაში არიან მასონები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები