მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: უხანიდან თურქეთში ჩაყვანილი საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს იქვე გაივლიან

5e3415234fbe2
ინგა მურუსიძე
31.01.20 15:54
818
უხანიდან თურქეთში ჩაყვანილი საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს იქვე გაივლიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბოლო ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ აფრინდა თურქეთიდან თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უხანის პროვინციაში იმყოფებიან და რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა სამშობლოში დაბრუნებაზე, ჩამოფრინდებიან თურქეთში და იქვე გაივლიან იმ საკარანტინო პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.