მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინსკი მოლაპარაკებების ადგილად ჩვენ არ აგვირჩევია“ - ზელენსკი შეხვედრის შესაძლო ქალაქებს ასახლებს

621b39b1d6b1c
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 12:38
839
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში მინსკის, როგორც რუსეთთან მოლაპარაკების ადგილის მიუღებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა მისაღები თუ ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმა არ განხორციელდებოდა.

„ახლა ძალიან ბევრი ინფორმაციაა მოლაპარაკებების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ეს ომი დაასრულოს და ჩვენ ყველას მშვიდობა მოგვიტანოს. მათში თქვენი ქვეყნის დედაქალაქს ამ მოლაპარაკების ადგილად განიხილავენ, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია და სინამდვილეში არც თქვენ აგირჩევიათ, ეს ადგილი რუსეთის ხელმძღვანელობამ აარჩია. და ისევ ისმის წინადადება თქვენთან შედგეს შეხვედრა. 4 დღის წინ სწორედ ბელარუსიდან შემოფრინდა ფრთიანი რაკეტები, თვითმფრინავები, ტექნიკა... ჩვენს სახლებს, ჩვენს სიცოცხლეს ურტყამდნენ. მძიმე ტექნიკა შემოვიდა... საშინელი დეჟავიუა - კიევს თავს დილის 4 საათზე დაესხნენ, ვიღაცას ასეთი იუმორის გრძნობა აქვს... დილის 4 საათზე, ისევე როგორც 1941 წელს, თქვენ კი გეძინათ ბელარუსებო... ჩვენ გაგვეღვიძა! თქვენ ახლაც გძინავთ, ჩვენ კი იმ დღის შემდეგ აღარც ვწვებით დასაძინებლად, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის, რადგან ამის ყველანაირი უფლება გვაქვს.

თუ თქვენი ტერიტორიიდან არ განხორციელდებოდა აგრესია, ჩვენ მინსკი შევძლებდით მოლაპარაკებაზე მოსვლას. როდესაც ნეიტრალურები იყავით, ჩვენ მინსკში ვაწარმოებდით შეხვედრებს, ასეა სწორი. ასე მეზობლურად გამოდიოდა საუბარი.

ახლა თქვენ ჯერ არ გაგიკეთებიათ მთავარი არჩევანი და ამ არჩევანის გაკეთება თქვენს ხელთაა, ის მხოლოდ თქვენიდან უნდა გამომდინარეობდეს... არა რუსეთისგან, არა უკრაინისგან, არა ამერიკისგან, არამედ ბელარუსი ხალხისგან.

ამიტომ არ ვსაუბრობთ მინსკში. მოლაპარაკების ადგილად შეიძლება სხვა ქალაქები იყოს განხილული. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა შეხვედრა, ჩვენ ომის დასრულება გვინდა. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ბაქო - ეს ქალაქები შევთავაზეთ რუსულ მხარეს, სხვა ქალაქებიც გვაწყობს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტებს არ გვესვრიან. მხოლოდ ასე იქნება მოლაპარაკება სამართლიანი და რეალურად შეძლებს ომის დასრულებას.

გულწრფელად ვუსურვებ ბელარუსს კეთილ, უსაფრთხო ქვეყნად იქცეს, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ვხედავდით. გააკეთეთ სწორი არჩევანი - ეს თქვენი ერის მთავარი არჩევანია“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსებს.