მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური ოპერატორების რეიტინგი - რამდენს ხარჯავს მოსახლეობა კომუნიკაციაში

5df73b6f979a2
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.19 13:30
2324
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 369.2 მილიონი ლარი (მოცემულია დღგ-სა და აქციზის გარეშე) გადაიხადა, ეს 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1 მილიონით, ანუ 2.8%-ით მეტია. 

369.2 მილიონი ლარი ოპერატორების მიხედვით ასე ნაწილდება:


  1. "მაგთი" - 171.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%; 
  2. "სილქნეტი" - 131.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.1%;
  3. "ვიონი საქართველო" (ბილაინი) - 66.5 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 14.7%.


მობილური ოპერატორების რეიტინგი აბონენტების მიხედვით:


  1. "მაგთი" - 2,035,315 აბონენტი 
  2. "სილქნეტი" - 1,755,209 აბონენტი 
  3. "ბილაინი" - 1,237,245 აბონენტი
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკით, ამ აბონენტებმა 9 თვის განმავლობაში 4.4 მილიარდი სატელეფონო ზარი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 55 მილიონი ზარით, ანუ 1.2%-ით მეტია.

სტატისტიკა ქვეყანაში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობის შემცირებასაც აჩვენებს. 2019 წლის სექტემბერში სულ 264 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. 

SMS-ების რაოდენობის შემცირება, სავარაუდოდ, მობილური ინტერნეტის ფართოდ გავრცელებას უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც ტექსტური შეყტობინებების გაგზავნა გაცილებით უფრო იაფია. 

2019 წლის განმავლობაში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2.6 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 8%-ით მეტია.