მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna: ჩვენი ვაქცინა კოვიდისგან მინიმუმ 1 წელი დაგიცავთ

5ffd8581c31b9
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 16:37
1038
ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ მათი ვაქცინა მოსახლეობას კოვიდით ინფიცირებისგან მინიმუმ ერთი წელი დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჩვენი მოლოდინებით Moderna-ს ვაქცინა მიღების შემდეგ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იქნება ეფექტური და ის მოსახლეობას კოვიდით ინფიცირებისგან დაიცავს“, - განაცხადა Moderna-ს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ტალ ზაქსმა JP Morgan-ის 39-ე ყოველწლიურ ჯანდაცვის კონფერენციაზე.

ტალ ზაქსის განცხადებით, ამჟამად კომპანია აწარმოებს კლინიკურ კვლევებს თუ რამდენადაა შესაძლებელი გახანგრძლივდეს ვაქცინით შექმნილი იმუნიტეტი პრეპარატის მესამე დოზის მიღების შემთხვევაში.

არსებული მდგომარეობით, იმისთვის, რომ ვაქცინაცია ეფექტური იყოს, საჭიროა Moderna-ს 2 დოზა ვაქცინის მიღება, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, რამდენი ხანი გაგრძელდება ეფექტიანობა, რადგან ვაქცინა მხოლოდ გასული წლის ბოლოს შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინებს უკვე მოპოვებული აქვთ როგორც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის, ასევე, ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია.