მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოკლევადიან პერიოდში ელექტროსისტემის პრივატიზაცია არ იგეგმება - სსე

613f6263c6fc4
დავით ჯალაღონია
13.09.21 19:22
646
მოკლევადიან პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) პრივატიზაცია არ იგეგმება - ამის შესახებ BM.GE-ს ელექტროსისტემაში, შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადეს. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ელექტროსისტემიდან დაიწყო, BM.GE ამ ეტაპზე სსე-ში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა.

"პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აქციონერი - საქართველოს სახელმწიფო. მოკლევადიან პერიოდში სსე-ის პრივატიზაცია არ იგეგმება. იგეგმება ლარში ნომინირებული ობლიგაციების გამოშვება (100 მლნ. ლარის ოდენობით)", - აცხადებენ ელექტროსისტემაში.

ობლიგაციებს სსე წლის ბოლომდე გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ელექტროსისტემა თავდაპირველად 200 მლნ ლარის ობლიგაციების განთავსებას გეგმავდა.

რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, როგორ უწყებაში განმარტავენ, სსე-მ აქტიურად უნდა განაგრძოს ინვესტირება გადამცემ ინფრასტრუქტურაში, გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად.

"მომავალში, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებების სახით, ნაწილობრივ, სახელმწიფოს დახმარებით (სახელმწიფო გარანტიით) და ნაწილობრივ, კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვების გზით", - აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლამდე კომპანია "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი "ესკოსთან" ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა რეაბილიტაციის პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების გადახდას გულისხმობდა.