28.მაისი .2020 09:45

მოლებში მომხმარებლებს ვიდეოსქრინინგით გააკონტროლებენ - მოთხოვნები ვიზიტორებისთვის

views 554
უკან

შეზღუდვების მოხსნის განახლებული კალენდრის მიხედვით 1 ივნისიდან მუშაობას სავაჭრო მოლები და მაღაზიები განაახლებენ. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმ, ბექა ფერაძემ bm.ge-ს განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოლებისთვის მომხმარებელთა ვიდეოსქრინინგით გაკონტროლება იქნება.

"მოლებში მოხდება ერთიანი ვიდეოსქრინინგის საშუალებით მომხმარებელთა გაკონტროლება. ამ შემთხვევაში სპეციალური ვიდეოკამერა გააკონტროლებს მასობრივად ბევრ ადამიანს, რომელიც კონცენტრირდება ერთ სივრცეში", - აცხადებს ფერაძე.

გარდა ამისა მოლებს, ასევე ვიზიტორებს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც მოუწევთ, მათ შორის მოლში ყოფნის დროს მომხმარებელს დამცავი პირბადის გარეშე გადაადგილება ეკრძალება.

"როცა მომხმარებელი შემოდის აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირბადე. როცა შემოვა უნდა გაიაროს დეზობარიერი, რის შემდეგაც ჩვენ ვაკონტროლებთ მის ტემპერატურას ხელის საზომით ამ ეტაპზე და ორი კვირის შემდეგ, როცა ნაკადები მოიმატებს აუცილებელი იქნება უკვე ვიდეოსქრინინგი ანუ ვიდეოთერმული კამერით კონტროლი, რომლითაც გავაკონტროლებთ უკვე დიდ ნაკადებს.

ასევე მომხმარებელი ვერ მოიხსნის პირბადეს მოლში ყოფნის პერიოდში და 10 კვადრატულზე მაქსიმუმ ერთი ადამიანი დაიშვება", - განუცხადა bm.ge-ს გალერია თბილისის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ცინცაძემ.