დღეს ხელმოწერილი შეთანხმება იმ დიდი მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, პროექტის მიზანია, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება.
„მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის რანგში ძალიან მახარებს დღეს აქ ყოფნა და ხელის მოწერა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შეთანხმებაზე. პროექტი იმ დიდი პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა მოხდეს მათი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა. პროექტის მეორე მიზანია, მთავრობის ხელშეწყობა მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სახით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის გზით. პროექტის მესამე და დასკვნითი მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობა, რომლებზეც პანდემიამ განსაკუთრებით საზიანო გავლენა იქონია. მახარებს იმის აღნიშვნა, რომ ეს პროექტი საშუალო და გრძელვადიან, პოსტ-პანდემიურ პერიოდზეა გათვლილი. ქვეყანაში ამჟამად ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, აქტუალური ხდება ფინანსებზე წვდომა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სწრაფი გადახდები და ციფრული ოპერაციები და სამომავლოდ, მოხდეს მათი ხელშეწყობა. მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. განსაკუთრებით, „აწარმოე საქართველოში“ სსიპს, პროექტის განხორციელებისათვის და საქართველოს ეროვნულ ბანკს ძლიერი პარტნიორობისა და ამ პროექტის რეალიზებისათვის,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად. იმავდროულად, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი