მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს, რათა ის EU-ს წევრი ქვეყანა გახდეს - მოლინეუსი

641e95fa7ba8f
მარიამ ვარადაშვილი
25.03.23 10:30
922
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ორი ახალი პროექტი დაამტკიცა. ბანკის ინფორმაციით, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (GRAIL Project) 75 მლნ. აშშ დოლარის, ხოლო მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პირველი პროექტი (DPO) 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობისაა.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ ორივე პროექტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წვლილს შეიტანს.

“პირველი პროექტი ფოკუსირებული იქნება კლიმატ-გონიერი სოფლის მეურნეობის საირიგაციო და სადრენაჟე სერვისებზე, ისევე როგორც მიწის მართვის გაუმჯობესებაზე, რათა ფერმერებმა სოფლად შეძლონ პროდუქტიულობის ამაღლება და საერთო ეკონომიკურ ზრდაში თავიანთი წვლილის შეტანა.

მეორე პროექტი მწვანე და მდგრადი განვითარების პროექტია. ის სამი კომპონენტისგან შედგება, რომლებიც ფოკუსირებული იქნება საქართველოს მწვანე განვითარებაზე და კლიმატის ცვლილების მიმართ მისი მედეგობის ამაღლებაზე. მეორე კომპონენტი კი ყურადღებას გაამახვილებს ფისკალურ მართვასა და რისკებზე, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების მართვის გაუმჯობესებაზე.

მესამე კომპონენტი კი ფოკუსირებული იქნება მიწის ირიგაციასთან და წყალმომარაგებასთან წვდომაზე. სამივე კომპონენტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალაა. მჯერა, რომ ეს პროექტები წვლილს შეიტანენ საქართველოს საერთო ეკონომიკურ ზრდაში. მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც სანდო პარტნიორი და განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას, რათა ის გახდეს მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი ქვეყანა”,-აცხადებს მოლინეუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები