ანაკლიის პორტს სულ მცირე კიდევ 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად, თუმცა პროექტი ზუსტად ასახავს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების პრაქტიკულ განხორციელებას - ამის შესახებ “ანალიტიკა”-სთან ინტერვიუში ისაუბრა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის პრაქტიკის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, შომიკ მენდირატამ.
მენდირატას თქმით, ქვეყანაში დამატებით საპორტო სიმძლავრეებზე მკაფიო ეკონომიკური და ფინანსური მოთხოვნა არსებობს, ხოლო „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელზე გადასვლა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება.
შემუშავებული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო საჯარო ინფრასტრუქტურას - საავტომობილო და სარკინიგზო კავშირებს, ტალღათმჭრელსა და დაღრმავებით სამუშაოებს, რის შემდეგაც ტერმინალები კონკურენტულ საწყისებზე, კონცესიით გადაეცემათ კერძო ინვესტორებს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია აღნიშნულ კონცესიებში შესაძლო მონაწილეობით.
სრულ ინტერვიუს შომიკ მენდირატასთან ნახავთ დღეს, 16.05 სთ.-ზე, “ანალიტიკა”-ში, BMGTV-ზე!
























