მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინებზე საუბარი რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, პროცესი პოზიტიურად წარიმართება - ვეფხვაძე EU-ს საკითხზე

62a35f15d4da5
მარიამ ვარადაშვილი
10.06.22 20:30
2027

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ერთიანობის ჩვენება მნიშვნელოვანია და სწორედ ამას ემსახურებოდა მათ მიერ ევროკომისიის ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილი ღია წერილი. 

მისივე თქმით, ქართული ბიზნესი იმედოვნებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი წარმატებული იქნება. 

“პრემიერ-მინისტრთან ამ შეხვედრის [ინვესტორთა საბჭოს] ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დაეთმო იმას, რომ ყველა ასოციაციამ გამოხატა ერთნაირი მხარდაჭერა და ჩართვის მზაობა სამუშაო პროცესში. ერთიანობის დემონსტირებისთვის აუცილებელია ყველანაირი წინაპირობის შექმნა, რომელიც მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია. ერთიანობის ჩვენება სწორი ნიშანი და სწორი გზავნილია, როცა ევროკავშირში დისკუსია და დებატებია ამ საკითხზე. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციები აწერენ ხელს და ამან პროცესზე გარკვეული გავლენაც შეიძლება მოახდინოს. მოლოდინებზე საუბარი რთულია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ყველას იმედი გვაქვს ეს პროცესი პოზიტიურად წარიმართება”, - აცხადებს ვეფხვაძე.

დღეს, 6 ივნისს, ინვესტორთა საბჭოში შემავალმა ბიზნესასოციაციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნეს, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერას სთხოვენ.

ვრცლად წერილი იხილეთ აქ.