მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას“ - თეა წულუკიანის რჩევა მედიას

60ec0a05de0ad
თელარა გელანტია
12.07.21 12:32
1733
„პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და ამიტომაც მომავალში, კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას“, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას - პოლიციამ 5 ივლისის აქციაზე დაიცვა თუ არა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

„პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და ამიტომაც მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას. როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტ თემს სურდა კიდეც ამისი მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომელსაც სურდათ ეს პროვოკაცია. პოლიციამ უზრუნველყო შეუძლებელი, მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ, თქვენ გინდათ აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და რეალურად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ კარგად და ეს ძალიან კარგია, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას და ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას. ახლა სიმშვიდის დროა, ახლა უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, რომელიც არის ოპერატორის გარდაცვალება, ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.