მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომდევნო წელს ტურიზმის 20-30%-ით ზრდის პოტენციალი გვაქვს“ - კაკაურიძე

63343ba33714f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.22 16:47
484
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ტურიზმის აღდგენაში ომის შედეგად გადაადგილებულებს თავისი წილი შეაქვთ, თუმცა ყველა სხვა ქვეყნის მიმართულებით, აზერბაიჯანის გარდა, ტურიზმის აღდგენის დინამიკით ხასიათდება. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ ბექა ლილუაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტურიზმის აღდგენაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოსული პირების წილს შეეხებოდა.

„ის, რომ რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაცილების მეტი პირია შემოსული, ვიდრე 2021-2020 წელს იყვნენ, ფაქტია. ომმა უკრაინელი დევნილების და მათ შორის რუსებისა და ბელარუსების საქართველოში შემოსვლა გამოიწვია, რომლებიც უფრო მეტ ხანს ჩერდებიან საქართველოში, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტი ჩერდებოდა ხოლმე. ამან ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული მოთხოვნა გაზარდა და შესაბამისად, მოხმარების ზრდა არის, რამაც ეკონომიკურ პროცესებზე გავლენა იქონია, თუმცა სტატისტიკას თუ ნახავთ ტურისტული ნაკადების აღდგენა აბსოლუტურად ყველა მიმართულებიდან ხდება, გარდა აზერბაიჯანისა, რომელსაც საზღვრები დაკეტილი აქვს. ტურიზმის აღდგენა ხდება მათ შორის ევროკავშირის ქვეყნიდან, სპარსეთის ყურიდან, შესაბამისად, მომდევნო წელს ტურიზმის 20-30%-ით ზრდის შესაძლებლობა გვაქვს.

ტურიზმის ზრდაში ომის შედეგად გადაადგილებულებს თავისი წვლილი შეაქვთ, თუმცა აზერბაიჯანის გარდა აბსოლუტურად ყველა ქვეყნიდან ტურიზმი მზარდია“, - განმარტა კაკაურიძემ.