მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლებს შორის დისტანცია, თერმოსკრინინგი და ა.შ - რა წესები უნდა დავიცვათ ბაზრობებზე

5ed0f7730e5b0
ინგა მურუსიძე
29.05.20 15:46
1364
საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრობებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

კერძოდ, ბაზრობის ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

"ღია და დახურულ ბაზრობებზე, ახალი კორონავირუსით (COVID-19) ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომხარებელთა ნაკადურობის დაცვა. ამ მიზნით მკაცრად განსაზღვროს და გამიჯნოს ბაზრობის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით; ერთიან შესასვლელებში უზრუნველყავით მომხმარებელთა თერმოსკრინინგი და ხელების დამუშავება 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური ხსნარით; თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია როგორც ახალი კორონავირუსის, ასევე მოვაჭრეთა და მომხმარებელთა ვალდებულებების შესახებ; პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია; ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყოს ტერიტორიის დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა; უზრუნველყოს სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია; უზრუნველყოს ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს ფუნქციონირება; უზრუნველყოს სველი წერტილების დასუფთავება/დეზინფიცირება; ხელსაბანები აღჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით: თხევადი საპონი, ინდივიდუალური ხელსახოცები; კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;  კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოარიდოს სხვებთან კონტაქტს, შესაბამისი სამსახურის მოსვლამდე მოათავსოს დროებით სპეციალურად მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში - სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შესამცირებლად;

უზრუნველყოს მომხმარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე; უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოიყენოს დროებითი გამყოფი ტიხრები (ბარიერები); სავაჭრო სივრცეში მასობრივი თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, არეგულიროს ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა რაოდენობა; სავაჭრო დახლების წინ მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით; არ დაუშვას ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე; უზრუნველყოს მოვაჭრე პერსონალისა და მომხმარებლის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, სათანადო აღნიშვნით, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/ სამსახურის მიერ;

სამუშაო სივრცეში: დახლებს შორის, სასაწყობე ფართსა და გასასვლელებში უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა; უზრუნველყოს ობიექტის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა.

დამატებითი მოთხოვნები დახურული ტიპის ბაზრობებისთვის :

დახურულ სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური მოსარგებლეების სავაჭრო ობიექტის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება; სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, ხშირად გამოყენებული ზედაპირების დასამუშავებლად და მათი სწორად მოხმარების წესები; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენოს სანიტარული შესვენებები; უზრუნველყოს სამუშაო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით; უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა; ინდივიდუალური სავაჭრო ფართით მოსარგებლე პირმა შესასვლელში უზრუნველყოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება; ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

ბაზრობებზე მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია: მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს; არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს; მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ ); სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: ნიღაბი, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში - სახის დამცავი ფარი;  სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;  საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებენ ხელების დაბანას და გაშრობას; დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში/კონტეინერში; მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება; უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა; ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

მომხმარებელთა ვალდებულებები:  ბაზრობის სივრცეში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას რეკომენდაციები, რომლებიც გამოკრულია შესასვლელში;  ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელეთ მხოლოდ მითითებული სავალდებულო შესასვლელითა და გამოსასვლელით; დაიცავით სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა; სურსათთან შეხება განახორციელეთ მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენებით; დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი; გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი გადააგდეთ შესაბამის ურნაში/კონტეინერში", - წერია მთავრობის დადგენილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები