მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარულ პოლიტიკას ლარის გამყარება და ინფლაციის შემცირება შეუძლია - ნადარაია

627d02e4ac4dd
სალომე ჭიპაშვილი
13.05.22 10:55
779

"მონეტარულ პოლიტიკას შეუძლია ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება და ეს იქნება ინფლაციის შემცირების კუთხით ყველაზე ქმედითი ნაბიჯი", - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას "თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.

"თუმცა თუ ავიღებთ ლარის კურსს იგივე ლირასთან, რუბლთან, ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარებულია, თუმცა ეროვნული ვალუტის შემდგომი გამყარების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შემოდინებები საკმაოდ დიდია, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი უფრო ფრთხილია“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

რაც შეეხება რეფინენსირების განაკვეთს, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი გამართლდა და 11 მაისს მონეტრაული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ახლა თუ ძალიან გავამკაცრებთ განაკვეთს, მომავალში კიდევ უფრო დაბალ ინფლაციას მივიღებთ. თუ დღეს ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა იმოქმედოს ექვს თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში, აღნიშნული პერიოდისთვის ინფლაცია იქნება სამიზნესთან ახლოს“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდგომ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნული იყო, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ინფლაციური წნეხის შემცირების მიმართულებით ერთ-ერთი ფაქტორია. ამასთანავე, სებ-ი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე მართალია სამიზნე 3%-ზე მაღალი იქნება, თუმცა ის ამჟამად არსებული 12.8%-ზე დაბლა შემცირდება. ამის გათვალისწინებით, სებ-ი მიიჩნევს, რომ ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება აუცილებელი არ არის.