მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ვერ იქნება - გვენეტაძე

6179409aef11d
ინგა მურუსიძე
27.10.21 16:24
709
მონეტარული პოლიტიკა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი უბრალოდ ვერ იქნება, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აისახება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდაზე და ხომ არ იქნება ეს შემაფერხებელი ფაქტორი.

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკა იცვლება ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ხოლო ფასების სტაბილურობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.

„მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ერთ-ერთი არხი არის გავლენა დაკრედიტებაზე და ეს დაკრედიტება, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსურმა სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნა, საკმაოდ მაღალია და მისი ზრდის ტემპის შემცირების შემთხვვაშიც კი ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ხელშემწყობად დარჩება. მიუხედავად გამკაცრების პოლიტიკისა, ზრდის პროგნოზს ჩვენ გადავხედეთ როგორც წლევანდელ, ისე გასულ წელზე. თუ ადრე გვქონდა რეალური ზრდის 8.5%, წელს გვაქვს 10%, ხოლო შემდეგ წელს თუ ადრე გვქონდა 4%, წელს ვფიქრობთ, რომ შემდეგ წელს განახლებული პროგნოზით რეალური ზრდა 5% იქნება და ამის მამოძრავებლად საკრედიტო აქტივობასთან ერთად, საგარეო სექტორის, მათ შორის ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა მოიაზრება. როცა საუბარია ასეთ გავლენაზე, როცა საჭიროა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მიუხედავად იმისა, მოახდენს თუ არა ის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვთის ზრდა ემსახურება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოების მიზანს და ის აუცილებლად გასაკეთებელია. ამავე დროს, მონეტარული პოლიტიკა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი უბრალოდ ვერ იქნება, რადგან მონეტარული პოლიტიკა იცვლება ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ხოლო ფასების სტაბილურობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, შეუსაბამობა არ არსებობს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.