მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფოსტა შეუზღუდავად განაგრძობს მუშაობას

5fbfb753468b4
BM.GE
26.11.20 18:09
781
ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებში, „საქართველოს ფოსტა“ როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად სთავაზობს საფოსტო/საკურიერო მომსახურებას.

მომსახურება განხორციელდება სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„საქართველოს ფოსტა“ გზავნილთა მისამართზე ან სერვისცენტრში გადაცემა/ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ოპერატორები და კურიერები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ეკიპირებით.

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს მოუწოდებს, საფოსტო სერვისების მისაღებად ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით.

აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „საქართველოს ფოსტის“ ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლ ცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.