მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ფოსტას HayPost CJSC- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

643509ab4b177
BM.GE
11.04.23 11:16
669
მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, სომხეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ეროვნულ ოპერატორს HayPost CJSC- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

როგორც bm.ge-ს საქართველოს ფოსტიდან აცნობეს, მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ ფინანსურმა დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ და “HayPost CJSC”- ს ხელმძღვანელის მოადგილემ არტაკ გულიანმა.


(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები