მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეს შეუძლია კოვიდზე მეთვალყურეობა ოჯახის ექიმისგან მიიღოს - გაბუნია

61f909629ca69
მარიამ ვარადაშვილი
01.02.22 14:20
557
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს 8 ათასზე მეტი საწოლი აქვს მობილიზებული, საიდანაც 35% თავისუფალია. ის ასევე ამბობს, რომ "ომიკრონის" პირობებში რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა შემცირდა.

“ჰოსპიტალურ სექტორში 8 200-მდე საწოლია მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში ჯერ კიდევ თავისუფალი საწოლები 35%-მდეა. კარგია ის, რომ რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება. დღევანდელი მდგომარეობით, 263 პაციენტი მკურნალობს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი 1 048 პაციენტია. ცალკეა მობილიზებული ბავშვებისთვის საწოლები და ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. მათი დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა კი 1-3 დღემდეა. კარგია, რომ ჰოსპიტალში ბავშვებს დიდხანს არ უწევთ დაყოვნება და მათი უდიდესი ნაწილის მართვა ბინაზეა შესაძლებელი”, - ამბობს გაბუნია.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ ასევე თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს მეთვალყურეობას საკუთარი ოჯახის ექიმები გაუწევენ და ისინი გადაამისამართებენ საავადმყოფოში თუ ამის საჭიროება დადგება.

“რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, დღეიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა და დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავედით სრულად. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოელ მოქალაქეს შეუძლია კოვიდზე მეთვალყურეობა საკუთარი ოჯახის ექიმისგან მიიღოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზნდაზმულ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან ვინ არის მათი ოჯახის ექიმი. როგორც კი დაუდასტურდებათ კოვიდი, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და მისგან მიიღონ მეთვალყურეობა. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალში გადამისამართდებიან”, - აცხადებს გაბუნია.