კრიპტოინდუსტრიაში მკვეთრი დაღმასვლისა და კოლაფსის ტენდენცია გრძელდება - ამჯერად გაკოტრების გამოცხადება კრიპტოპლატფორმა Voyager Digital-ს მოუწია, რომელიც სინგაპურში დაფუძნებული ჰეჯ-ფონდის Three Arrows Capital-ის $670-მილიონიანი დეფოლტის შემთხვევასთანაა დაკავშირებული.
საქმე იმაშია, რომ 3AC-ის $670-მილიონიანი სესხი, რომლის გასტუმრებაც ჰეჯ-ფონდმა ვერ შეძლო, Voyager Digital-ის მიერ იყო გაცემული, რომელსაც, თავის მხრივ, ვალდებულებები არაერთი საფინანსო ორგანიზაციის წინაშე აქვს.
Reuters-ის ინფორმაციით, Voyager-ი ამჟამად $1 მილიარდის აქტივებს ფლობს, თუმცა მას $10 მილიარდის ვალდებულებები აქვს, რისი მომსახურების რესურსიც კომპანიას არ გააჩნია, Voyager-ზე ახალი ვალის გაცემისგან კი ყველა მსხვილი საერთაშორისო ბანკი და ფინანსური ორგანიზაცია თავს იკავებს.
კონკრეტულად რომელი ორგანიზაციებისა და ბანკების მიმართ აქვს Voyager-ს ვალდებულებები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა კომპანიის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კრედიტორთა რაოდენობა 100,000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აღწევს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ $110 მილიონის სავალუტო რეზერვით Voyager-ი თანამშრომლების ანაზღაურებას და ოფისების ოპერირებისთვის აუცილებელ ხარჯებს დაფარავს, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს გაკოტრების გეგმის შედგენა და ახალი სტრატეგიის დასახვა, რომელიც კომპანიას ვალდებულებების ნაწილის გასტუმრების საშუალებას მაინც მისცემს.
აღსანიშნავია, რომ $670-მილიონიანი დეფოლტი Three Arrows Capital-ის გაკოტრებითაც დასრულდა - ჰეჯ-ფონდის აქტივების ლიკვიდირების პროცედურა უკვე დაწყებულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი