აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილი კონგრესმენმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოაქვეყნა.
ღია წერილში, რომელიც 13 იანვრით თარიღდება, კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ. კონგრესმენი საკუთარ წერილში ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera-ს ახსენებს.
„მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რაც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან“,- წერს კონგრესმენი.
აქვე ის ახსენებს, Facebook-ის მიერ ანგარიშების ქსელის დახურვას, რომლებიც კომპანიის განცხადებით, ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები. კონგრესმენი წერს, რომ ამ ქსელის ფუნქცია ანტიდასავლური განწყობების გავრცელება იყო განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.
„ასეთმა გარემომ იმოქმედა იმაზეც, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა.
პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა…
იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებს სწრაფად იმ მზარდ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს“,- ნათქვამია წერილში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ