მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპი 3,6 მლრდ დოლარს სასაზღვრო კედლის ასაშენებლად ვერ გამოიყენებს

5df1009b5440c
ნათია თაქთაქიშვილი
11.12.19 22:00
1054
აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, რომელიც ზღუდავს დონალდ ტრამპის მცდელობას დააფინანსოს აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა 3,6 მილიარდი აშშ დოლარით.

მოსამართლე დევიდ ბრიონესის 21-გვერდიანი მოსაზრების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას ეკრძალება თანხების გამოყენება სასაზღვრო ბარიერების მშენებლობის დასაფინანსებლად.

განჩინება ტრამპისთვის შეფერხებას წარმოადგენს, რადგან მისმა ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ აღნიშნულ კედელს საზღვრის გასწვრივ 2020 წლის ნოემბრამდე ააშენებდა. ტრამპი ამტკიცებს, რომ კედელი ხელს შეუშლის არალეგალურ სასაზღვრო გადაკვეთებს, რაც მისი პრეზიდენტობის მთავარი ფოკუსია.

დემოკრატებმა აღნიშნული პროექტი უკვე გააკრიტიკეს კონგრესში. როგორც ისინი აღნიშნავენ, პროექტი სრულიად უსარგებლოა. ისინი არ იწონებენ ტრამპის გადაწყვეტილებას და მიიჩნევენ, რომ მილიარდობით დოლარის გაღება აღნიშნული კედლის ასაშენებლად არაფექტურია.