02.აგვისტო .2021 11:53

მოსაზრებაა, რომ ზოგიერთ წამალზე 400%-იანი ფასნამატია დადებული, რაც მიუღებელია - პრემიერი

მოსაზრებაა, რომ ზოგიერთ წამალზე 400%-იანი ფასნამატია დადებული, რაც მიუღებელია - პრემიერი
views 877
უკან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობას ძალიან აწუხებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება და წამლების ფასები. პრემიერმა განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

„წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა. მე უკვე არაერთი საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ის შუალედური მონიტორინგის ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს მომავალში. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხი დროულად უნდა იქნას შესწავლილი და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული, რადგან ეს ყველაფერი მოსახლეობაზე აისახება.