მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance ციფრული ვაჭრობის პალატას შეუერთდა

63a2014e2fafd
BM.GE
20.12.22 22:30
718
Binance ციფრული ვაჭრობის პალატას შეუერთდა, რათა კრიპტოვალუტების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნას მხარი დაუჭიროს.

Binance გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას ციფრული ვაჭრობის პალატასთან და მისი გუნდის წევრებთან,რათა ასწავლოს,შესთავაზოს და დაიცვას ამ დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

Binance ასევე მონაწილეობას მიიღებს კვლევებში,სამუშაო ჯგუფებში,პოლიტიკურ და მარეგულირებელ ორგანოებთან დისკუსიებში,რათა თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებისა და მომხმარებლებისთვის სასარგებლო პოლიტიკისა და წესების შემუშავებაში.

პალატის აღმასრულებელი კომიტეტი ადგენს ორგანიზაციის პრიორიტეტებსა და სტრატეგიას. მისი,როგორც მსოფლიოში პირველი და უდიდესი,ბლოკჩეინ ინდუსტრიის სავაჭრო ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული აქტივებისა და ტექნოლოგიების მიღებას და გამოყენებას.განათლების გაზრდით,ინტერესთა დაცვითა და პოლიტიკურ და მარეგულირებელ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით,პალატა მუშაობს ზრდისთვის ხელსაყრელი,სამართლებრივი და ნორმატიული გარემოს შექმნაზე,რაც ხელს უწყობს ინოვაციებს,ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ინვესტიციებს.

შეგახსენებთ, რომ Binance არის კრიპტოვალუტური ინფრასტრუქტურის მსოფლიოში წამყვანი მომწოდებელი, რომლის ფინანსური პროდუქტების ჩამონათვალში ირიცხება ციფრული აქტივების, მოცულობით უმსხვილესი ბირჟა. Binance-ის პლატფორმა,რომელსაც ენდობა მილიონობით ადამიანი მსოფლიოში,ემსახურება ფულის თავისუფლების ზრდას და მომხმარებელს სთავაზობს კრიპტოვალუტური პროდუქტებისა და შეთავაზებების შეუდარებელ ჩამონათვალს, რომელთა შორისაა:ვაჭრობა,ფინანსები,განათლება,მონაცემები და კვლევები, ქველმოქმედება, ინვესტიციები და ინკუბაცია,დეცენტრალიზაცია და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები და სხვ.