მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და ვაქცინის 2022 წლის მარაგიც გვაქვს - ლადო კახაძე

61c1d9ef777db
ინგა მურუსიძე
21.12.21 18:06
849
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც დღეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც პარლამენტი მთავრობას covid-შეზღუდვების შემოღების უფლების 2023 წლამდე უხანგრძლივებს.

„ოპონენტები ყოველთვის იქნებიან და სულ რომ ბრილიანტი იყოს, ყოველთვის იტყვიან ნაკლოვანებებზე, ხოლო ხელისუფალი ყოველთვის იტყვის, რომ იმ უბედურებების მიუხედავად, რაც გადავიტანეთ, სისტემა მაინც შევინარჩუნეთ და ჩვენი წილი ვალი მოვიხადეთ. ბევრი ექიმი და ექთანი დაგვეღუპა.

ამათზე უკეთესად და ოპერატიულად ამ პროცესს ვერავინ ვერ გაუძღვება, პლიუს ისეთი პრემიერის ხელში, ვინც მართავს ამ სიტუაციას და საბჭოს. მე მახსოვს ბევრი შეკითხვა - გვაქვს თუ არა ვაქცინები,“სინოვაკი“ ჯერ აღიარებული არ არის და ა.შ. სად არის კოვაქს-პლატფორმიდან ვაქცინები და ა.შ... მოვიდა ეს კაცი <ირაკლი ღარიბაშვილი> და ჩვენ იქითა წლის მარაგიც გვაქვს. ამ კაცმა ეს გააკეთა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

დეპუტატმა იქვე ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები გაიხსენა და დადებითად შეაფასა - მათ შორის პენსიონერებისთვის აცრის სანაცვლოდ 200-ლარიანი დახმარების გადაცემა და ვაქცინაციის ლატარეა, რომელშიც აცრილები არიან ჩართული.

"აიცერით" - ღარიბაშვილმა ვაქცინების ჩამოტანაში პირად წვლილს 18 დეკემბერს, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი - „სამწუხაროდ, დამხვდა რეალობა, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობდა ვაქცინების საკმარისი მარაგი. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყე ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, წარმატებული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, პირადად მქონდა მოლაპარაკებები ვაქცინების მწარმოებელ კომპანია „ფაიზერის“ პრეზიდენტთან, ასევე ნაყოფიერი იყო ჩემი კომუნიკაცია ჩინეთის პრემიერთან, რათა საქართველოს ვაქცინების საკმარისი მარაგები მსოფლიოში იმ დროს არსებული დეფიციტის მიუხედავად რაც შეიძლება სწრაფად მიეღო. საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციამ შედეგი გამოიღო და როგორც კერძო მწარმოებელი კომპანიების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და პრეზიდენტ ბაიდენის, აგრეთვე ჩინეთის პრემიერის ხელშეწყობით, საქართველომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები მიიღო