მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმის მიხედვით, როდის იქნება [კანდიდატის სტატუსზე]გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო ეროვნული ზეიმი - ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

პრემიერი ევროსაბჭოს მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დღეს საერთო-სახალხო ზეიმს აანონსებს - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენი ყველას საერთო სურვილია, რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა ის რეფორმაც, რომელიც 9 ნაბიჯშია გათვალისწინებული. 14-15 დეკემბერს ველით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო ეროვნული ზეიმი - გამარჯვების ზეიმი და კონცერტი. ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ხალხის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მუშაობის შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები