24.სექტემბერი .2020 14:40

მოწესრიგდა თუ არა სველი წერტილებისა და წყლის პრობლემა სკოლებში?- მინისტრის განმარტება

views 273
უკან

ყველა სკოლა 1 ოქტომბრისთვის, რეალურად კი 15 სექტემბრისთვის სრულ მზადყოფნაში იყო, - ასე უპასუხა BM.GE-ის შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

კითხვაზე - რამდენ სკოლაში მოწესრიგდა დღემდე სველი წერტილების და წყლის პრობლემა? - მინისტრის მტკიცებით, ეს საკითხი ყველა სკოლაში მოწესრიგებულია.

„მაქსიმალურად იქნება ყველგან დაცული ჯანდაცვის სფეროს მიერ გაწეული რეკომენდაციები. უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ჩვენი და კოლეგა სამინისტროების მიერ. ყველა სკოლაში არის სრული მზაობა იმისთვის, რომ სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული.

სადაც მოსწავლეები შევლენ და სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში, ყველა სკოლა ამისთვის სრულ მზაობაშია“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.