მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან სკოლების შესასვლელში, მინიმუმ, 2 ვიდეოკამერა უნდა დამონტაჟდეს

კამერა

სკოლების შესასვლელში, მინიმუმ, 2 ვიდეოკამერა უნდა დამონტაჟდეს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 2 მარტს მიიღო და ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.

დადგენილებით ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა, კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა:

  • კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;
  • სიგარა-ბარები;
  • სავაჭრო ცენტრები;
  • ბაზარი / ბაზრობა.

ასევე, დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტები, რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმლით მომსახურება).

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცნობით, აღნიშნული დაწესებულებების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ეკონომიკური ფაქტორი, ისე ობიექტთა საქმიანობის სპეციფიკური მახასიათებლები. განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლების დაცვას.

კამერების განთავსების წესი კი, შემდეგია: შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 (ორი) ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლები.

თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.

ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.

ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე.

ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმებისათვის, განსაზღვრული საფასურებია:

– განცხადებით მომართვიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის ოდენობა შეადგენს 100 ლარს;

– განცხადებით მომართვიდან 14 სამუშაო დღის ვადაში საფასურის ოდენობა შეადგენს – 200 ლარს;

– განცხადებით მომართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საფასურის განაკვეთი შეადგენს – 400 ლარს;

– ხოლო განცხადებით მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფასურის განაკვეთი შეადგენს – 500 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები