მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოხარული ვიქნები, თუ ბიზნესომბუდსმენი ქალი იქნება - თემურ ჭყონია

606010eb6b331
ელენე გოგბერაშვილი
28.03.21 19:11
1226
მას შემდეგ, რაც მიხეილ დაუშვილი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ სიაში დასახელდა (2020 წლის სექტემბერი), ბიზნესომბუსდმენის თანამდებობა ამ დროიდან ვაკანტურია. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ამ ეტაპზე მიხეილ დაუშვილის მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებს.

ბიზნესმა საკუთარი რჩეული კანდიდატის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, თუმცა მისი პრემიერობის პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თვლის, რომ ბიზნესომბუდმენი ბიზნეს საზოგადოებამ ელექტრონული წესით უნდა აირჩიოს, თუმცა ისურვებდა, რომ ამ თანამდებობაზე ქალი დაინიშნოს.

„საქართველოში ძალიან ბევრი ასოციაციებია. ყველა ასოციაციამ უნდა წარადგინოს თავისი კანდიდატურა და ელექტრონულად ავირჩიოთ. მე მაგალითად მოხარული ვიქნები თუ ქალბატონი იქნება, იმიტომ, რომ ბევრად საინტერესოა თანამედროვე ქალის შეხედულებები ცვლილებებზე.

მოდი ჩავატაროთ და ჩვენი თავიც გამოვცადოთ, რამდენად შეგვიძლია ბიზნეს საზოგადოებას ავირჩიოთ ღირსეული ბიზნესომბუდსმენი, ოღონდ ის უნდა წარმოადგენდეს მთავრობის დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს კი არა, არამედ ბიზნესის წარგზავნილ ადამიანს, რომლის უკან ასიათასობით ბიზნესმენი იქნება.

თუ ის იტყვის, რომ ბიზნესის ინიცირებულ ჭკვიანურ კანონს მთავრობა არ ითვალისწინებს, ჩვენ უნდა გვქონდეს პროტესტის გამოხატვის საშუალება. ის რომ გვეტყვის გააჩერეთ წარმოება, თუ საჭიროა უნდა გავაჩეროთ და უნდა ვაგრძნობინოთ მთავრობას, რომ ის ის კაცია, რომელსაც უნდა დაუჯეროს. პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეები ბიზნესომბუდსმენთან შედარებით უნდა იყვნენ მეორეხარისხოვანი, რადგან ისინი არიან პარტიული ნიშნით მოსულები და ეს არის ბიზნესსაზოგადოების, ასიათასობით ადამიანის რჩეული, რომელიც ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს სახელმწიფოში სწორი პროექტების ინტეგრირებისათვის“-აცხადებს ბიზნესმენი.