მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ - პარლამენტი

633dd73165d42
BM.GE
05.10.22 23:30
554
პარლამენტმა პირველი მოსმენით და 79 ხმით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას III-IV კლასის ობიექტებზე მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ.  

ასევე, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება.

"2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის შეუფერხებლად განხორციელდება", - წერია ინფორმაციაში.