კორონავირუსის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან ეპიდემია ჩინეთის გარეთაც ვრცელდება.
„მთავარი მიზეზი არის არა ის, თუ რა ხდება ჩინეთში, არამედ ის, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
BBC-ის ცნობით, შემაშფოთებელია ის, რომ ის იმ ქვეყნებში შეიძლება გავრცელდეს, სადაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვთ.