GFCI-ის (Global Financial Centres Index) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მსხვილ ფინანსურ ცენტრებად ნიუ-იორკი; ლონდონი და ჰონგ-კონგი დასახელდნენ. 2021 წლის რეიტინგში, სინგაპურმა რეიტინგში მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.
GFCI-ის რეიტინგი ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია Z/Yen ჯგუფის დაკვეთით შეიქმნა და ის რამდენიმე კრიტერიუმს ეფუძნება. რეიტინგში 126 მსხვილი ქალაქი არის შეფასებული, ინდექსი შედგენილია როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მონაცემების ანალიზით, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ პარამეტრებს აერთიანებს. ინდექსში მაქსიმალური ქულა 800-ია.
ინდექსის პირველ ადგილზე მყოფი ნიუ-იორკში 8.8 მილიონი მაცხოვრებელია, ხოლო მისი ორი მთავარი საფონდო ბირჟის - NASDAQ-ისა და NYSE-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, ჯამში, 50 ტრილიონ დოლარს აღწევს. მეორე ადგილზე მყოფ ლონდონში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მისი საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია კი 4 ტრილიონს აღემატება. მართალია, სხვა ქალაქებში, მაგალითად, შანჰაიში უფრო მაღალი კაპიტალიზაციის ბირჟაა, თუმცა ლონდონი გლობალური ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.
1. ნიუ-იორკი - 762 ქულა;
2. ლონდონი - 740 ქულა;
3. ჰონგ-კონგი - 716 ქულა;
4. სინგაპური - 715 ქულა;
5. სან ფრანცისკო - 714 ქულა;
6. შანხჰაი - 713 ქულა;
7. ლოს ანჯელესი - 712 ქულა;
8. ბეიჯინგი - 711 ქულა;
9. ტოკიო - 706 ქულა;
10. პარიზი - 705 ქულა;
11. ჩიკაგო - 704 ქულა;
12. ბოსტონი - 703 ქულა;
13. სეული - 702 ქულა
14. ფრანკფურტი - 701 ქულა;
15. ვაშინგტონი - 700 ქულა;
16. შენზენი - 699 ქულა;
17. ამსტერდამი - 698 ქულა;
18. დუბაი - 694 ქულა;
19. ტორონტო - 693 ქულა;
20. ჟენევა - 692 ქულა.
რეიტინგში ბაქო 105-ე, სტამბოლი 61-ე, მოსკოვი კი 50-ე ადგილზეა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას