მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 40-მდე ქვეყნის 3,000-მდე ზამთრის კურორტია ღია

601d37cf1663b
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.21 23:15
1659
მაშინ როდესაც საქართველოში ზამთრის კურორტები კვლავ დახურულია და სეზონი ჩავარდა, Snow-forecast.com-ის მონაცემებით, მსოფლიოში 40-მდე ქვეყნის 3 000 ზამთრის კურორტი ღიაა და ვიზიტორებს მასპინძლობს.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტურისტებს შეუძლიათ ეწვიონ სამთო-სათხილამურო კურორტებს შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ერაყი, იაპონია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ანდორა, სომხეთი, ავსტრია, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვენია , ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, კანადა (ონტარიოს გარდა) და აშშ.

მეორე მხრივ, მთავრობას ზამთრის კურორტების გახსნა მოსთხოვა ბელგიამ, ჩეხეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ლიეტუამ, მონღოლეთმა, მაროკომ, შოტლანდიამ, სლოვაკეთმა და ონტარიომ, თუმცა, აღნიშნული ქვეყნების მთავრობები მიიჩნევენ, რომ მოცემული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მათ კუროტების გახნის შესაძლებლობას არ აძლევს ამ ეტაპზე.

Snow-forecast.com-ი წერს, რომ უმეტეს სამთო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები თებერვლის ბოლომდე გახანგრძლივდა.

გამოცემის მიხედვით, ავსტრია ცდილობს ფრთხილად შეამსუბუქოს მთის კურორტების გახსნა. ამჟამინდელი ინფორმაციით, ქვეყანა სამთო კურორტების გახსნას 21 თებერვლისთვის გეგმავს. 30 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 96 მოთხილამურე დააჯარიმეს, რადგან მათ დაარღვიეს კანონი და სრიალით დაკავდნენ. თითო მოთხილამურისთვის ჯარიმის ოდენობამ 2,180 ევრო შეადგინა.

საფრანგეთის მთავრობამ კი ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის საზღვრები 1 თებერვალს დახურა და ამავე დღეს დაანონსა, რომ სათხილამურო კურორტები 1 მარტამდე არ გაიხსნება.

სლოვენიის უმეტეს ნაწილში სათხილამურო კურორტები 2 თებერვალს გაიხსნა და განაგრძობს ტურისტების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ მთის კურორტების გახსნის იმედი აქვს ონტარიოს (კანადა). ონტარიოს მთავრობა აცხადებს, რომ მათი აზრით, სათხილამურო სეზონის განახლებას თებერვლის თვეში შეძლებენ.

ჩეხეთის მთავრობამ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 თებერვლამდე გამოაცხადა, თუმცა სათხილამურო ზონის ოპერატორთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი გახსნა უსაფრთხოა და კურორტები 29 იანვარს მაინც უნდა გახსნილიყო.

14 იანვრისთვის სათხილამურო კურორტების იძულებით დახურვა მოუწია მაროკოს, რადგან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

იტალიის სამთო კურორტები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მათი ვარაუდით, გახსნას 15 თებერვლისთვის შეძლებენ.

გერმანიამ საგანგებო მდგოამრეობა 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა და ამ ეტაპზე არ ხმაურდება რა იგეგმება სამთო კურორტების გახსნასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პოლონეთს, სამთო კურორტები 14 იანვარს დახურეს. როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი შეიძლება არ დაემორჩილონ მთავრობას და მუშაობა თვითნებურად განაახლონ.