მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ალმასს ახალი მფლობელი ჰყავს

5e21d017cbd29
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 19:45
1571
Louis Vuitton-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი იყიდა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გარიგების თანხა არ სახელდება, თუმცა ანტვერპენის ალმასის ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი მარსელ პრუვერი ვარაუდობს, რომ ძვირფასი ქვა დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ღირს.

თავად Louis Vuitton-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ბერკის განმარტებით, Louis Vuitton ალმასს დაამუშავებს და მისგან ბრილიანტებს გააკეთებს.

„არავინ ელოდა, რომ აქცენტს მაღალი კლასის საიუველირო ნაკეთობებზე გავაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ეს ინდუსტრიას გამოაცოცხლებს“- აღნიშნა მოდის სახლის დირექტორმა.

1758-კარატიანი ალმასი 2019 წელს ბოცვანაში სამთომომპოვებელმა კომპანია Lucara Diamond-მა იპოვა. მას „სეველო“ უწოდეს, რაც „იშვიათ აღმოჩენას“ ნიშნავს.