მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ხორბლის ფასი წლიურად 27%-ით არის გაზრდილი

614091d29b3a3
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.21 16:43
629
2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ერთი ტონა ხორბლის ფიუჩერსების ფასი $242.5 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.8%-ით არის გაზრდილი.

FAO-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში ხორბლის მოსავალი 0.7%-ით შემცირდება და ის 769.5 მილიონი ტონა იქნება. შემცირების მიზეზი ჩრდილოეთ ამერიკაში ხანგრძლივი გვალვა და რუსეთსა და ყაზახეთში გაზაფხულის ყინვები იყო.

ხორბლის და ფქვილის გაძვირებაზე საუბრობენ საქართველოშიც. დღეს ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის 90%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციიდან არის იმპირტრირებული, თავის მხრივ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე დამატებით 50 დოლარის გადასახადი დააწესა, რაც შესყიდულ ხორბალს კიდევ აძვირებს.

"ვხედავთ, ხორბლის ექსპორტისას გადასახადი 50 დოლარია, ხოლო ფქვილის შემთხვევაში - 0. შესაბამისად, ამ ეტაპზე ხორბლის აგრესიული იმპორტი ხორციელდება, შეიძლება ითქვას, რომ გაორმაგებულია. ერთი მხრივ კარგია, რომ ფქვილი აგრესიულად დაბალი ფასით შემოდის, ხოლო მეორე მხრივ ეს წისქვილკომბინატებს დარტყმების წინაშე აყენებს. გრძელვადიან პერსპექტივაში წისქვილკომბინატების მფლობელები არჩევანის წინაშე არიან გააგრძელონ თუ არა წარმოება, თუ ფქვილის შემოტანაზე გადავიდნენ, რაც ბიუჯეტის შენატანების, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და საბოლოოდ მარაგების თემასთან მიბმული ხდება და გადადის მეცხოველეობაში, რადგან ხორბლის გადამუშავების შედეგად იწარმოება ასევე ქატო, რომელიც მეცხოველეობაში გამოიყენება და ამ მხრივაც შესაძლოა პრობლემა შეგვექმნას“, - განმარტავს ლევან სილაგავა.