მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კომპონენტების მიხედვით იბარებენ წისქვილები ხორბალს? – 28 კომბინატი, რომელიც მოსავალს იბარებს

649d344b81cd4
BM.GE
29.06.23 11:43
3601
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის მოსავლის მიღების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ხორბლის მიღების პროცესი თანდათან აქტიურდება და ხორბლის ჩაბარება როგორც ასოციაციის წევრი ასევე არაწევრი კომპანიების მიერ ხორციელდება.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ ხორბლის ჩაბარება ორი ძირითადი კომპონენტის დაცვით ხდება, რაც ხორბლის ხარისხს და ფასს გულისხმობს.

„შესყიდვის პროცესისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის, მიღების ორ ძირითად კომპონენტზე: ხარისხზე და ფასზე და ასევე მოსავლის შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით

1. ხორბლის ხარისხი - ხორბალი აუცილებლად უნდა იყოს სასურსათო დანიშნულების. ხორბლის ყველა პარტია, როგორც იმპორტირებული ასევე ქართული მოწმდება წისქვილკომბინატების ლაბორატორიების მიერ, შეესაბამება თუ არა იგი სასურსათო ხორბლის პარამეტრებს. წისქვილკომბინატების მიერ ხდება მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა, რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით (სტანდარტის მიხედვით მე-3 და მე- 4 კლასის ხორბალი არის სასურსათო, მე-5 კლასი და შემდგომი უკვე არის არასასურსათო ანუ საფურაჟე ხორბალი).

- წისქვილების მუშაობის ტექნოლოგია და საქართველოს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი კატეგორიულად კრძალავს წისქვილების მიერ არასასურსათო (საფურაჟე) ხორბლის გადამუშავებას ფქვილად.

- ხორბლის ანალიზის გადამოწმების შესაძლებლობა - წისქვილში გაკეთებული ანალიზის პასუხის ერთი ვერსია ეძლევა ფერმერს. თუ ფერმერს არ აკმაყოფილებს ანალიზის პასუხი არის ფართო შესაძლებლობა გადამოწმდეს პასუხი, როგორც ჩვენი წისქვილების სხვა ლაბორატორიებში ასევე ათობით დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ქვეყნის მასშტაბით (ანუ პროცესი სრულიად გამჭვირვალეა)

2. ხორბლის ფასი - დღევანდელი ფასი ბაზარზე 650 ლარი /ტონის ფარგლებში მერყეობს და ფორმირებულია ანალოგიური ხარისხის საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე-3 კლასის ხორბლის პარამეტრები იქიდან გამომდინარე , რომ ასოციაციის კომპანიების მიერ იმპორტირებული ხორბლის იმპორტირებული ხორბლის უმეტესი წილი სწორედ ამ კლასისაა).

3. ხორბლის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობა - ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, შესაბამისად, ფერმერების და წისქვილკომბინატების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, იმ წისქვილკომბინატების საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებენ, რომლების ამ ეტაპისთვის ხორბალს იბარებენ და დარგის წარმომადგენლებს პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებენ.

„საჯაროდ ვაქვეყნებთ ასოციაციის წევრი და არაწევრი კომპანიების სიას და საკონტაქტო ტელეფონებს (სია პერიოდულად განახლდება), ასევე ვთხოვთ ქვეყნის ფერმერულ გაერთიანებებს და ასოციაციებს აქტიურად შეუწყონ ხელი პროცესს და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ მათ წევრ და არაწევრ ფერმერებს. ასევე შეძლებისდაგვარად მიაწოდონ წისქვილკომბინატებს და ელევატორებს ფერმერების საკონტაქტო ინფორმაციები, რათა პროცესი და კომუნიკაცია ორივე მხრიდან აქტიური და გამჭვირვალე იყოს.

ასოციაცია როგორც საქართველოს ფერმერებს, ასევე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ხორბლის და ფქვილის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ.

BM.GE ასოციაციის მიერ წარმოდგენილ წისქვილების და ელევატორების საკონტაქტო ინფორმაციები გთავაზობთ:

ბევრილი ჯგუფი თბილისი -595180044
ჯეომილი თბილისი - 577 96 77 77
გლობალმილინგი თბილისი - 598244442
აგროექსპორტი თბილისი - 555 758584
ბარაქა თბილისი - 579777710
გვრიტა თბილისი - 599505652
პროგრესი რუსთავი - 599 55 47 32, 574110921
აგროსისტემები მარნეული - 577 47 81 81
ჯეო გრეინი მარნეული - 599000222
კარმენი - 599142499
ქართული მარცვალი გორი - 511537553
გვანცა გორი - 599321441
წნორის წისქვილი - 599 908391
ოქროს თავთავი წნორი-წნორი ს ელევატორი - 591336370
დედოფლისწყაროს ელევატორი - 595180044
შპს წნორი - 597982898
ზესტაფონი - 557301030
ბეღელი სენაკი - 579777710
ლიდერი ქუთაისი - 592960396
ცერერა ზუგდიდი - 599 14 80 55
ბევრილი ჯგუფი ფოთი - 595180044
გურიაექსპრესი ოზურგეთი - 599 55 09 21
ბარაქა 2005 - ბათუმი - 577412430, 577178300
იმპერიალი - ბათუმი 577 27 11 11
ნაშ 3 ბათუმი - 577426101
ურეხი ბათუმი - 599 586 444
სამსუნი ბათუმი - 593 63 70 50, 555 33 01 04, 790 60 15
ორცვა ბათუმი - 599520899.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები