მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსუბუქ პაციენტებს საკარანტინე სივრცეებშივე უმკურნალებენ

5f56242223c7f
ინგა მურუსიძე
07.09.20 16:40
1017
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შესაძლებელია, სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც გაგრძელდეს. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, მოქმედი კლინიკური ჯგუფის პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს შექმნილი კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს; ამ მიზნის მისაღწევად ვთხოვეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება; ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ბევრმა ქვეყანამ მიიღო და უსაფრთხო მეთოდად ითვლება.

„იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, პაციენტის მკურნალობა საკარანტინო პირობებში, ასევე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებაზე უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ. ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი, რომ მსგავსი ცვლილება განხორციელებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არაერთმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო და კვლევებზე დაყრდნობილი ღონისძიებები, საკოორდინაციო საბჭომ მოგვცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა. დღეს გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას და ცვლილების შეტანისთანავე ამოქმედდება ეს ღონისძიება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.